Saturday, March 18, 2017

პროექტი: ,,აბო - ქართველთა წმინდანი"

აბო - ქართველთა წმინდანი
პროექტის  მთავარი იდეა: ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას ქართველი წმინდანის ღვაწლის შესახებ
პროექტის აქტუალობა: ღრმად და საფუძვლიანად გაეცნობიან ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტს,  აბოს სარწმუნოებრივ თავშეწირვას,  ტექსტში გადმოცემულ ამბავს დააკავშირებენ თანამედროვეობასთან.
პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებს გამოუმუშავოს  ისტის დახმარებით მონაცემთა შეგროვებისა და  პრეზენტაციის შექმნის, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარი.
 გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, შეაჯერონ  მოპოვებული ინფორმაცია  ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი  სრულყოფილი გამოვიდეს.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წლის
ვადები /ხანგრძლივობა:  3 - კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას: შეძლონ მასალების მოძიება, დახარისხება- დამუშავება, გამოთქვან საკუთარი აზრი  მოძიებულ მასალაზე. შექმნიან  ელექტრონულ პრეზენტაციებს  მოცემული დავალებებიდან გამომდინარე, 
გამოუშვებენ კედლის გაზეთს, იმუშავებენ შემოქმედებითი კუთხით( შექმნიან ჩანახატს ან დაწერენ ლექსს)
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი , ინტერნეტი, სახელმძღვანელო;
პროექტის მსვლელობა: 
1- აქტივობა: მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
 2 - აქტივობა: მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული  მათთვის საინტერესო აქტუალური  კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
3 - აქტივობა: ორგანიზაციული საკითხები

  • ჯგუფების შექმნა( დავყოფ კლასს 3 ჯგუფად)
  • ფუნქციების განაწილება
  •  კონკრეტული დავალებების მიცემა
4 - აქტივობა: მუშაობის დაწყება
I - ჯგუფი- ისტორიკოსები : მოიძიებენ ინფორმაციას მე-8 საუკუნის  ქართლსა  და გეოგრაფიულ გარემოზე ინტერნეტში;
II- ჯგუფი- ფილოლოგები:  იმუშავებენ ნაწარმოების  ავტორსა და  მთავარ პერსონაჟზე, შეადარებენ  ორ ტექსტს ,, შუშანიკის წამებასა“  და ,, აბოს წამებას", ისაუბრებენ  შუშანიკსა და აბოს მსგავსება - განსხვავებაზე; ( გამოიყენებენ სახელმძღვანელოს)
III-  ჯგუფი - შემოქმედებითი:  ყურადღებას გაამახვილებენ ბიბლიურ სახე- სიმბოლოებზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტში , აბოს მხატვრული სახის გააზრებისთვის ,დაწერენ ლექსს, მოთხრობას ან ჩანახატს;
თითოეული   ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას powerpoint-ში
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ისტორია ,გეოგრაფია
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         

·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·         ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
·         .გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციისადმი;

·         ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება

·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
·         ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

·         ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ივანიძე
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: xatunaivanidze123@gmail.com





No comments:

Post a Comment