Saturday, March 18, 2017

პროექტი : აბო - ქართველთა წმინდანი

აბო - ქართველთა წმინდანი

პროექტის  მთავარი იდეაითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას ქართველი წმინდანის ღვაწლის შესახებ
პროექტის აქტუალობა: ღრმად და საფუძვლიანად გაეცნობიან ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტსაბოს სარწმუნოებრივ თავშეწირვასტექსტში გადმოცემულ ამბავს დააკავშირებენ თანამედროვეობასთან.
პროექტის  მიზნები მოსწავლეებს გამოუმუშავოს  ისტის დახმარებით მონაცემთა შეგროვებისა და  პრეზენტაციის შექმნის, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარი.
 გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, შეაჯერონ  მოპოვებული ინფორმაცია  ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი  სრულყოფილი გამოვიდეს.
მონაწილეთა ასაკი15-16 წლის
ვადები /ხანგრძლივობა:  3 - კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნასშეძლონ მასალების მოძიება, დახარისხება- დამუშავება, გამოთქვან საკუთარი აზრი  მოძიებულ მასალაზე. შექმნიან  ელექტრონულ პრეზენტაციებს  მოცემული დავალებებიდან გამომდინარე
გამოუშვებენ კედლის გაზეთს, იმუშავებენ შემოქმედებითი კუთხით( შექმნიან ჩანახატს ან დაწერენ ლექსს)
პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსებიპროექტორი , ინტერნეტი, სახელმძღვანელო;
პროექტის მსვლელობა
1- აქტივობა: მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
2 - აქტივობა: მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული  მათთვის საინტერესო აქტუალური  კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
3 - აქტივობა: ორგანიზაციული საკითხები
·        ჯგუფების შექმნა( დავყოფ კლასს 3 ჯგუფად)
·        ფუნქციების განაწილება
·        კონკრეტული დავალებების მიცემა
4 - აქტივობა: მუშაობის დაწყება
I - ჯგუფი - ისტორიკოსები : მოიძიებენ ინფორმაციას მე-8 საუკუნის  ქართლსა  და გეოგრაფიულ გარემოზე ინტერნეტში;
II - ჯგუფი- ფილოლოგები:  იმუშავებენ ნაწარმოების  ავტორსა და  მთავარ პერსონაჟზე, შეადარებენ  ორ ტექსტს ,, შუშანიკის წამებასა“  და ,, აბოს წამებას", ისაუბრებენ  შუშანიკსა და აბოს მსგავსება - განსხვავებაზე; ( გამოიყენებენ სახელმძღვანელოს)
III -  ჯგუფი - შემოქმედებითიყურადღებას გაამახვილებენ ბიბლიურ სახე- სიმბოლოებზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტექსტში , აბოს მხატვრული სახის გააზრებისთვის ,დაწერენ ლექსს, მოთხრობას ან ჩანახატს;
თითოეული   ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას powerpoint-ში
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიისტორია ,გეოგრაფია
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         

·          მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·  

იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციისადმი;

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება
 აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
 ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;

პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ივანიძე
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: xatunaivanidze123@gmail.com

პროექტის ბლოგი :http://xatunaivanidze19.blogspot.com/


No comments:

Post a Comment